LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული დანიშნულებები, რომლებიც ტურისტებმა გააპარტახეს

317
5dcd425a79d7573d760f91d2

გლობალურმა ტურიზმმა პიკს 2010-იან წლებში მიაღწია და ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ვენეცია თუ ბარსელონა, კიდევ უფრო პოპულარული გახდა. იმდენად პოპულარული, რომ ტურისტთა ნაკადებმა ბევრი რამე გააფუჭეს კიდეც.

 

ვენეცია
ვენეციასა და გადაჭარბებულ ტურიზმზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა. ქალაქს იმდენი ვიზიტორი ყავს, რომ ადგილობრივებს თავისუფლად სუნთქვის საშუალება არ ეძლევათ. მავნე გავლენის ერთ-ერთი მაჩვენებელია კლიმატური ცვლილება და 2019 წლის წყალდიდობები.

 

ფლორენცია
ვენეცია არ არის ერთადერთი იტალიური ქალაქი, რომელიც ტურისტებმა დაღალეს და ამ მხრივ სერიოზული პრობლემა ფლორენციასაც შექმნია. ტოსკანას ქალაქი ვიზიტორებს სხვადასხვა ჯარიმებით ებრძვის, მაგალითად ღირსშესანიშნაობების წინ რაიმეს ჭამა 500 ევროთი ჯარიმდება. თუმცა, დიდ ნაკადებს ეს ვერ აჩერებს და ქალაქს ყოველწლიურად 10 მილიონი ტურისტი აკითხავს.

იბიცა
მზე, ქვიშა, მუსიკა და ძალიან ძალიან ბევრი ხალხი. იბიცა მუსიკალური ფესტივალების სამყაროა, თუმცა ადგილობრივებს რომ კითხოთ 24/7–ზე ტექნოს მოსმენა დიდად არ სიამოვნებთ. უფრო მეტიც, იბიცელები ამ პრაქტიკის შესაწყვეტად საპროტესტო აქციებსაც ძალიან ხშირად აწყობენ.

სანტორინი
ყველაზე პოპულარული Instagram დანიშნულება ყველაზე ბევრ სელფის მოყვარულს იზიდავს. ამდენი უცხოელი კი ადგილობრივებს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის.

ისლანდია
სხვადასხვა სერიალების დამსახურებით ისლანდია ბოლო წლებში ძალიან პოპულარულ დანიშნულებად იქცა. ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 360 ათასი ადამიანია, ათასობით ვიზიტორი დიდ ზიანს აყენებს და მის კლიმატსაც აზიანებს.

ლისაბონი
ტურისტთა ნაკადებმა ლისაბონი ლამის მეორე ვენეციად აქცია. ადგილობრივებმა სპეციალური საიტიც კი შექმნეს – „ლისაბონი ტურიზმით დაიღალა“.

პრაღა
ჩეხეთის დედაქალაქის მთავარი პრობლემა მთვრალი ტურისტებით სავსე ქუჩებია. იმისათვის რომ ნასვამი ვიზიტორების რაოდენობა შეამციროს, ხელისუფლებამ ბევრ ღირსშესანიშნაობასთან ლუდის მირთმევა საერთოდ აკრძალა.

ამსტერდამი
ტურისტული გადასახადი გაიზარდა, ცნობილი წითელი ფარნების ქუჩა ცენტრიდან მოშორებით გადაიტანეს, ქვეყანას სახელიც კი შეეცვალა – ყველაფერი კი ვიზიტორთა აუარებელი ნაკადის შესამცირებლად. ცნობილი წარწერა “I Amsterdam” აიღეს და ტურისტები საყვარელი ღირსშესანიშნაობის გარეშე დატოვეს.

ბარსელონა
როგორც ადგილობრივები ამბობენ: „ ტურიზმი ბარსელონას კლავს“. ხელისუფლებამ ქალაქში ავიარეისების და საკრუიზო ლაინერების შემცირებაც კი სცადა, თუმცა უშედეგოდ. ბარსას მაინც ძალიან ბევრი ადამიანი აკითხავს.

ბუდაპეშტი
ზედმეტად დაბალმა ფასმა ბუდაპეშტი დიდი ხანია პოპულარულ დანიშნულებად აქცია. ადგილობრივებს ტურისტები თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები