LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებში პოპულარული ევროპული ქალაქები

434
1332-1332_London-Paris-Luxury-Stay-MAIN1-740x410

ჩვენს დროში ტურიზმი სულ უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარულია. ევროპაში ტურისტები უფრო აქტიურები არიან, რადგან ის ძალიან მდიდარია ღირსშესანიშნაობებით. ევროპის ქალაქები საკმაოდ ძველია და მდიდარი კულტურა, არქიტექტურა გააჩნიათ. სტატისტიკის თანახმად, ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ეს 8 ევროპული ქალაქია.

 

პირველ ადგილს ლონდონი იკავებს. აქ ტურისტებს იზიდავს მთელი რიგი საინტერესო მუზეუმები, შუასაუკუნეების არქიტექტურის ძეგლები. ლონდონში ნახავთ თაუერის ხიდს, ბუკინგემის სასახლეს, ვესტმისტერის სააბატოს, მადამ ტიუსოს მუზეუმს და ბევრ სხვას. ლონდონში ბევრი ლამაზი პარკიცაა. სასტუმროები და ოტელები საკმაოდ ძვირია.

 

 



პარიზი
რომანტიკის, კულინარიის და მოდის კანონმდებელ დედაქალაქად მიიჩნევა. ის ლონდონის შემდეგ მეორე ადგილზეა ტურისტების რაოდენობით. ამ ქალაქსაც უამრავი ღირსესანიშნაობა აქვს. ტურისტებს იზიდავთ მშვენიერი არქიტექტურა, ბაღები და ბულვარები, ორიგინალური მოედნები. ეიფელის კოშკის გარდა ქალაქში ძალიან ბევრი მუზეუმია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.

 

 



ბერლინი
– მესამე ადგილი დამთვალიერებლების რაოდენობით. ის საინტერესოა შარლოტენბურგით, ბრანდებურგის კარიბჭით და სხვა მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლით. იმის გამო, რომ ქალაქი ორად იყო გაყოფილი, აქ ორი სამუზეუმო ცენტრი, ორი ზოოპარკი, ორი ოპერაა. ბერლინში 170-ზე მეტი მუზეუმი და გალერეაა. ძალიან პოპულარულია ბერლინის ღამის კლუბები. ქალაქშა ბევრია რესტორანი, მაღაზია, პარკი.

 

 



ვატიკანი
მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა თითქმის ბერლინივითაა და თვით რომს ეჯიბრება. ამ ქალაქ-სახელმწიფოს არა მარტო მორწმუნეები, არამედ უბრალოდ მოგზაურობის და საინტერესო ღირსშესანიშნაობების მოყვარულები სტუმრობენ.

 

 

ყველაზე პოპულარული ქალაქების რიცხვში სრულიად დამსახურებულად შედის მადრიდი. ის მოიცავს ძველ და თანამედროვე არქიტექტურას, ბევრია ლამაზი პარკი. ქალაქი შეიძლება პირობითად ორ ნაწილად დავყოთ. ძველი ქალაქი – ისტორიის მოყვარულებისთვის (ძველი შენობები, მუზეუმები) და ახალი – ფუფუნების მოყვარულებისთვის (ძვირიანი სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები).

 

 



ბარსელონა
მადრიდზე უფროსია. ამიტომ აქ ძველი რომის ნანგრევებსაც წააწყდებით. არის თანამედროვე არქიტექტურაც. ქალაქი სახელგანთქმული მხატვრების სურათების მუზეუმებითაა ცნობილი. ყველაზე პოპულარულია რამბლას ბულვარი.

 

 

მეშვიდე ადგილზეა ლუდის დედაქალაქი პრაღა. ტურისტებისთვის საინტერესოა ისეთი ადგილები, როგორებიცაა წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი , ვიშეგრადის ბაღი და ბევრი სხვა. ამ ქალაქის პეწი ვიწრო ქუჩებსა და კოლორიტულ სახლებშია, განსაკუთრებით კი ქალაქის ლეგენდებში.

 

 

ჩამონათვალს ასრულებს მშვენიერი ვენა. მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჰოფბურგის სასახლე, წმინდა სტეფანეს ტაძარი, ვენის ოპერა, შენბრუნი. ვენა დამსახურებულად არის მიჩნეული მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობად.