LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტების ნაკადი იზრდება… გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ: ირაკლი ღარიბაშვილი

79
ირაკლი ღარიბაშვილი

„გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ,“ – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, საქართველოში ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების რაოდენობა იზრდება, ამიტომ მთავრობამ ტურისტების შემოდინებას ადეკვატურად უნდა უპასუხოს.

ღარიბაშვილის განმარტებით კომენდანტის საათთან დაკავშირდებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მოხდება მსჯელობა და გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რა რეკომენდაციები ექნება ჯანდაცვის სამინისტროს.

„ზაფხულის დადგომასთან ერთად ქვეყანაში ტურისტების ნაკადი იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს საქართველოში ტურისტების შემოდინებას. გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის და მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოპულალურები