LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუალეტის ქაღალდის დეფიციტის გამო ავსტრალიური გაზეთის გვერდები ცარიელია

189
BeFunky-collage (5)

ავსტრალიაში, სადაც უკვე Covid-19-ის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული, მთავრობა მოსახლეობას დაჟინებით მოუწოდებს, დაავადების გავრცელების შიშით საოჯახო საქონლის პანიკური შესყიდვა შეწყვიტონ.

რას იმარაგებენ კორონავირუსის გამო მსოფლიოში

სიმშვიდისკენ მოწოდების მიუხედავად, ქვეყანაში ტუალეტის ქაღალდის, ხელის სადეზინფექციო სითხისა და პირბადეების დეფიცია.

ტუალეტის ქაღალდის შეძენით გამოწვეული დეფიციტის გამო ავსტრალიურმა გაზეთმა ადგილობრივებს საკმაოდ ორიგინალური გამოსავალი შესთავაზა.

საქმე იმაშია, რომ გაზეთი დაიბეჭდა ჩვეულებისამებრ, თუმცა რვა ცარიელი გვერდით. რედაქცია მკითხველს სთავაზობს აღნიშნული გვერდები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად გამოიყენონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები