„ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12,13-14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ქრონიკას“ განუცხადა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა
