LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ყავა გიყვარს, ეს ადგილი შენთვისაა – სოლოლაკში „ქეთოს ყავა“ გაიხსნა

1727
64389595-344768009564212-4720758387946553344-n

„ქეთოს ყავა“ – ასე ჰქვია ყავის პატარა მაღაზიას სოლოლაკში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მომხმარებლის ყურადღება უკვე მიიპყრო.

ფერადი ინტერიერი, მწვანე ექსტერიერი და ხის დეტალები – ამ კომბინაციით „ქეთოს ყავა“ კლასიკურ ევროპულ ყავის მაღაზიას წააგავს. აქ გარემოც ევროპულია – მყუდრო და მეგობრული.

როგორც ყავის მაღაზიის დამფუძნებელი, ქეთი მელიქიშვილი ამბობს, „ქეთოს ყავის“ გახსნის იდეა საქართველოში ამ ტიპის მაღაზიების  სიმცირემ გაუჩინა.

„მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში არც თუ ბევრი მაღაზიაა, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით, ამ შემთხვევაში ყავის მიმართულებით მუშაობს. ჩავატარე ბაზრის კვლევა და აღმოჩნდა, რომ ჩემს უბანში, სოლოლაკში ამ პროფილის მაღაზია საერთოდ არ იყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი უბნის მაცხოვრებლებისთვის, ასევე სოლოლაკში მყოფი ტურისტებისთვის ყავის ორიგინალური და კომფორტული გარემო შემეთავაზებინა. ჩვენს პატარა მაღაზიაში შესაძლებელია ყავის უამრავი სახეობის შეძენა, ასევე ადგილზე დაგემოვნებაც“, – აცხადებს ქეთი მელიქიშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ქეთოს ყავაში“ მომხმარებელს შეუძლია ადგილზე დაფქვას ყავის მარცვლის მრავალი სახეობა და შეიძინოს მისთვის ხელსაყრელ ფასად, ქალაქში ყველაზე გემრიელი ყავა. გარდა ამისა, „ქეთოს ყავაში“ წარმოდგენილია ხსნადი ყავის არაერთი სახეობა შეფუთვებში, ასევე ასაწონი ხსნადი ყავა, ჩაის სხვადასხვა დასახელება… მაღაზიაში შესაძლებელია ყავაზე მისაყოლებელი ტკბილეულის შეძენაც: შოკოლადები, ფხვიერი ნამცხვრები, თხილი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „ქეთოს ყავა“ აქცენტს ხარისხზე აკეთებს და აქ არსებული ყველა დასახელების პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. რაც შეეხება ფასებს, მაღაზიაში შესაძლებელია როგორც დაბალფასიანი, ისე საშუალოფასიანი და პრემიუმ ხარისხის ყავის შეძენა.

„ჩემი მაღაზია დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა და უბანში ყურადღება უკვე მიიპყრო. პირველ რიგში თავისი ფორმატიდან და ყავის ფართო ასორტიმენტიდან გამომდინარე. მომხმარებლის ინტერესს იწვევს მაღაზიის არასტანდარტული ვიზუალიც. თუ „ქეთოს ყავამ“ გაამართლა და მაღაზიის მუშაობა წარმატებული აღმოჩნდა, არ არის გამორიცხული, ამავე ბრენდის ქვეშ ყავის მაღაზიები თბილისის სხვა უბნებშიც გამოჩნდეს“, – ამბობს ყავის მაღაზიის დამფუძნებელი.

ქეთი მელიქიშვილის განმარტებითვე, „ქეთოს ყავა“ მომხმარებელს „take away”-ს სერვისსაც სთავაზობს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი სახეობის მზა ყავა და გზაში გემრიელად მიირთვათ. გაქვთ სხვა არჩევანიც- ცოტა ხნით შეისვენოთ და „ქეთოს ყავაში“ ჩამოჯდეთ, სადაც ცხელ სასმელთან ერთად ტკბილეულსაც მოგართმევენ.

მოკლედ, „ქეთოს ყავა“ – ეს ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, თუ ყავა გიყვართ.

ცნობისთვის, ყავის მაღაზია „ქეთოს ყავა“ სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე მდებარეობს. მუშაობს 09:00-20:00 საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები