ტკივილის შეგრძნება, დაბინდული ხედვა და მარცხენა თვალში სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება – ეს ის სიმპტომებია, რის გამოც 41 წლის ბრიტანელმა ქალმა ოფთალმოლოგს მიმართა. როგორც აღმოჩნდა, ის კონტაქტურ ლინზებს დაბანისა და ცურვის დროს არ იხსნიდა

Nejm.org წერს, რომ პაციენტს მარცხენა თვალში ბეჭდის ზომის ინფილტრატი აღმოუჩინეს, რქოვანაზე გაჩენილი ნაწიბურები კი იმაზე მიუთითებდა, რომ მას კერატიტი სჭირდა.

ამ დაავადების დროს თქვენ მკვეთრად ვეღარ ხედავთ და საბოლოოდ, შეიძლება, თვალში მხედველობა სრულად დაკარგოთ. ექიმებმა დაადგინეს, რომ ქალს ინფექცია იმის გამო შეეჭრა, რომ დაბანისა და ცურვის დროს ლინზებს არ იხსნიდა.

ექიმთან მისვლიდან 12 თვის შემდეგ 41 წლის ბრიტანელმა კერატოპლასტიკა გაიკეთა და ვიზუალური სიწმინდე შედარებით მკვეთრი გახდა, თუმცა დაავადებისგან სრულად განკურნება ვერ შეძლო.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები