LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმეს უნდა ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებს: ტყე რაში უნდა გამოიყენო? – მეუფე ნიკოლოზი

249
SONY DSC

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ იქნება ტყეების გადაცემა წინასაარჩევნოდ ვინმეს გულის მოგება.

მიტროპოლიტის განმარტებით ტყის გამოყენება შეუძლებელია. 

„წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს უნდა, ვინმეს გული მოიგოს, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებ. ტყე რაში უნდა გამოიყენო, მარტო იმაში, რომ არ გააჩეხინო ვიღაცას“, – აცხადებს მეუფე.

აი, რისთვის არის ტყე? ტყე არის იმისთვის, რომ შეინახო. ტყისგან ვერაფერს სხვა სიკეთეს ვერ მიიღებ. ერთადერთი ის, რომ ჰაერი იყოს ჯანმრთელი და მეორე, რომ ვისაც ტყეში გასეირნება მოუნდება, იყოს გასეირნების საშუალება. ძველი ქართული ლექსი არსებობს ასეთი: „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია“. ასე რომ, ტყის გადმოცემა ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა. მეტი არაფერი, აბსოლუტურად! ის, რომ ტყე არ გაიჩეხოს. მე მახსენდება ის შავბნელი 90-იანი წლები და ჩემი თვალით ვუყურებდი, აბასთუმნის ტყე როგორ იჩეხებოდა. ვეებერთელა მანქანები ერთი მეორის მიყოლებით გადიოდა სადღაც. სად? არ ვიცი. ტყის გასხვისება-გაჩუქება რას უნდა გულისხმობდეს? ერთადერთი, თუ ვინმე გასაჩეხად მოინდომებს. პირობას გაძლევთ, რომ არც ეკლესია და არც სასულიერო პირი, არავინ არ მეგულება ისეთი ბარბაროსი, რომ ტყე გაჩეხოს. ასე რომ, თუ ტყე გადაეცემა მთლიანად ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენარჩუნდება და ექნება ყველას. არც ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს. პრივილეგია კი არაა, ესაა პასუხისმგებლობა. პრივილეგია შეიძლება ისაა, რომ ენდობიან ეკლესიას.

ტყე გადაეცა ეკლესიას: 79 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - „ტყის კოდექსის“ პროექტი დამტკიცებულია

"ქვეყანას უკვე ექნება ნამდვილად ევროპული კანონი" - გერმანიის ელჩი.

საპატრიარქო დიდი ხანია მიმართავს ხელისუფლებას, რომ ტყე უნდა გაშენდეს. მახსოვს, მთავრობა გვპირდებოდა, თბილისში მილიონი ხე დაირგვებოდა. ნუ, ეს ცოტა იუმორია, მაგრამ სულ ამაზე იყო საუბარი, რომ უნდა გაშენდეს. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა ტყეს იპარავენ, ჩეხავენ და, რა თქმა უნდა, ამით მოსახლეობა არ დარჩება კმაყოფილი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორები ფიქრობენ, რომ ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები