LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ვინმე გაგაბრაზებთ, მოკალით ის სიკეთით“ – კევინ სპეისის ემოციური საშობაო მიმართვა (ვიდეო)

211
kevin space news3243435

მსახიობმა კევინ სპეისიმ საშობაო მიმართვა გაავრცელა და ისევ თავისი გმირის, ფრენკ ანდერვუდის როლში მოგვევლინა.  სერიალ „ბანქოს სახლიდან“ სკანდალურად წასული მსახიობი აქცენტს სიკეთის მნიშვნელობაზე ამახვილებს. ის  ვიდეომიმართვაში აჯამებს 2019 წელს და ამბობს, რომ 2020-ში ჩვენ მეტი სიკეთე უნდა ვაკეთოთ:

„თქვენ ფიქრობთ, რომ შობას მოგილოცავთ და სულ ეს იქნება? არაა ცუდი აზრი, მაგრამ მინდა მოგიყვეთ, როგორ შევიცვალე 2019-ში და  მინდა, იგივე გირჩიოთ. 2020 წელს მინდა ხმა მივცე სიკეთის სასარგებლოდ, ეს არაა რთული, მერწმუნეთ. მომდევნო ჯერზე, თუ ვინმე გაგაბრაზებთ, მოკალით ის სიკეთით“,  – ამბობს მსახიობი. ახალი ვიდეო ბუხრის ფონზეა გადაღებული.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს კევინ სპეისი სექსუალურ სკანდალში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მან ყველა როლი დატოვა და კარიერას დაემშვიდობა. მოგვიანებით, სასამართლომ მას ბრალი ვერ დაუმტკიცა და ყველა ბრალდება მოუხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები