LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ სხვამ შეძლო ჩემამდე, მაშინ მეც შევძლებ!”- უილიამ ფოლკნერის ცხოვრების წესი

7932
უილიამ

“სამხრეთული გოთიკის” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი წარმომადგენლი, ამერიკელი მწერალი უილიამ ფოლკნერი, ორჯერ გახდა პულიცერის პრემიის ლაურეატი, 1949 წელს კი, ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ლიტერატურის დარგში.

ცნობილი გამონათქვამები:

* უპასუხე ბოროტებას გულწრფელობით, სიკეთეს კი – სიკეთით.

* დარდსა და სიცარიელეს შორის, ყოველთვის დარდს ავირჩევ!

* განსაკუთრებით სახიფათოა ალკოჰოლის მარტოობასთან შერევა.

* ადამიანს დიდხანს შეუძლია იმ ფულით ცხოვრება, რომლის მიღებასაც ელის.

* უყვართ არა ღირსებისთვის, არამედ ნაკლის მიუხედავად.

* ცხოვრება – ყოველთვის ორი შესაძლებლობიდან მცდარის არჩევაა.

* გონებას იმის დავიწყება სჩვევია, რისი პატიება სინდისს უჭირს.

* ადამიანი მანამდე ვერ გაიგებს ფულის ფასს, სანამ მის ფლანგვას არ ისწავლის.

* ყველაზე რთული უსაქმურობის დროს შეძენილი ჩვევების დაძლევაა.

* თუ ბრიყვმა საკუთარი ილუზია დაიჯერა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია.

* ადამიანი საკუთარი წარსულის, განუხორციელებელი სურვილების ერთობლიობაა.

* ადამიანის ხასიათი – ერთადერთი თემაა, რომელიც არასდროს ძველდება.

* ყველაზე დიდი ზიანი ადამიანისთვის ფულს მოაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ აქვს.

* იოცნებე ბევრად მასშტაბურზე, ვიდრე მიღწევა შეგიძლია და ნუ ეცდები იყო სხვაზე

უკეთესი, იყავი საკუთარ თავზე უკეთესი.

* მუდმივად უსიამოვნებებისთვის მზადებით, აუცილებლად თვითონ მიიზიდავ ყველა

უსიამოვნებას.

* ცხოვრება არა ქონებაა, რომელიც უნდა დააგროვო, არამედ საჩუქარი, რომელიც სხვებს

უნდა გაინაწილო.

* არ ღირს დროის დაკარგვა შეცდომების მონანიებაზე, უმჯობესია დაიმახსოვრო და

არასდროს აღარ გაიმეორო.

* მაშინ კი არ ხარ უიმედო, როცა აცნობიერებ, რომ არავის არ შეუძლია შენი დახმარება,

არამედ მაშინ, როცა აცნობიერებ, რომ არავის დახმარება აღარ გინდა.

* მომხდარ კატასტროფაზე მეტად ადამიანს ის განსაცდელი აშინებს, რომელიც ჯერ არ

მომხდარა.

* ვერავინ აღწევს იმ სრულყოფილებას, რომლისკენაც ისწრაფვის, ამიტომ ადამიანი მისი

ბრწყინვალე მარცხით და შეუძლებლის შეძლების მცდელობით ფასდება.

* ქალი ლაპარაკობს და საკუთარ სიტყვებს მნიშვნელობას არ ანიჭებს, კაცი კი, უსმენს და

ყველა მის სიტყვას ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

* იყო კარგი ისეთივე მძიმე ტვირთია, როგორც იყო ცუდი, რადგან ისიც თავის საფასურს

მოითხოვს და სწორედ კარგი ადამიანები ვერ ამბობენ უარს გადახდაზე, როცა ანგარიშს

წარუდგენენ.

* ამბობენ, თითქოს სიცრიუს თქმა მხოლოდ გამოცდილ მატყუარას შეუძლია, თუმცა

სინამდვილეში გამოცდილი მატყუარა ხშირად მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს,

ადამინები კი, მის სიცრუეს უფრო  იჯერებენ, ვინც მთელი ცხოვრება სიმართლეს ამბობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები