ახალი სერიალი სახელწოდებით „დუბლინელი მკვლელები“ ზუსტად ის ჟანრია, რომელიც ეგრეთ წოდებული „ბნელი დეტექტივების“ მოყვარულებს მოეწონებათ. ჟანრობრივად ეს სერიალი ძალიან მოგაგონებთ გახმაურებულ სერიალს „ხიდი“, რომელიც დანიისა და შვედეთის კოპროდუქციაა. ასევე სერიალს „მკვლელობა“, რომელიც ძალიან პოპულარული იყო.

ახალი სერიალი ამერიკელ-ირლანდიელი მწერლის, ტანა ფრენჩის პოპულარული რომანების მიხედვით გადაიღეს, სერიალი  BBC-სა და RTÉ-ის ეთერით გავა.

ცნობილია, რომ სერიალის პირველ სეზონში 8 ეპიზოდი იქნება და ის 20 წლის წინ  გაუჩინარებული ბავშვების შესახებ გვიყვება.

სერიალში მთავარ როლებს სარა გრინი და კილიან სკოტი ასრულებენ.