LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რუსეთი ჩვენი დემოკრატიისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, მზად ვარ, საპასუხო ზომები მივიღო: ჯო ბაიდენი

51
1618426992-ბაიდენი

„თუ რუსეთი ჩვენი დემოკრატიისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, მზად ვარ, შემდგომი საპასუხო ზომები მივიღო. ეს ჩემი, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა”,-ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯო ბაიდენი განმარტავს, შეერთებული შტატები არ ცდილობს რუსეთთან ესკალაციისა და კონფლიქტის ციკლის დაწყებას. მისივე თქმით, კვირის დასაწყისში მას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გულწრფელი დიალოგი ჰქონდა.

პრეზიდენტ პუტინს ცხადად ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროპაში ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს. ამ კუთხით შეშფოთება გამოვთქვი უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო. კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად მოვუწოდე ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან თავის შეკავებისკენ,”- აღნიშნა აშშის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მზადაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები