LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ულტიმატუმს მოხსნიან, ნორმალური პოლიტიკური პროცესის დაწყება შეიძლება: გურამ მაჭარაშვილი

153
გურამ მაჭარაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, კომპრომისის შესახებ კრისტიან დანიელსონის მოწოდებას გაითვალისწინებენ და ამასთანავე, ულტიმატუმს მოხსნიან, შესაძლებელი იქნება ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, მმართველი ძალის მხრიდან მთლიანობაში ბევრი ნაბიჯია გადადგმული, ხოლო ერთადერთი, რაც რადიკალურ ოპოზიციას დარჩენია ისაა, რომ პარლამენტში შევიდეს და დაიწყოს საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესებს პერსპექტივა არ აქვს.

„რეალურად დღეს, ევროკავშირის წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ვხვდებით საკონსტიტუციო ცვლილებებით, მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელებით, საარჩევნო კოდექსში ინიცირებული კანონპროექტებით,“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, დანიელსონს ერთი მხრივ, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის, ევროპის ყველა საერთაშორისო ინსტიტუციის, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებები და დასკვნები აქვს და ამასთანავე „ქართული ოცნების“ მიერ პრაქტიკულად გადადგმული კომპრომისული ნაბიჯები.

„მეორე მხრივ, მას აქვს ისეთი რეალობა, როგორიც არის ოპოზიციის ახირება, რომ მხოლოდ  ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ეს რეალური სურათი ნიშნავს იმას და გვაქვს მოლოდინი, რომ მიუხედავად რადიკალური განწყობისა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გაანალიზებენ სიტუაციას, მიხვდებიან, რომ საჭიროა გადაიდგას პრაგმატული ნაბიჯები.

მათივე მოთხოვნები, რაც დაანონსებული იყო – საკონსტიტუციო ცვლილებები, ბარიერის დაწევა, საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები, უკვე დაწყებულია და სჯობს საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ. ამ ფონზე, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადავდგით და მათი აზრით, ეს ნაბიჯები თავიდან არის გადასადგმელი, მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები,” – განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები