LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პუტინი ჩემს სახლთან მოვა, სადაც მე ნამდვილად არ დამიპატიჟია, თავდაცვის მეთოდებს მოვნახავ – სააკაშვილი ამბობს, რომ ოდესას ბოლო წუთამდე დაიცავს

181
მიშა 33

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ის მზადაა საკუთარი სახლი დაიცვას, მისი სახლი კი ამჟამად ოდესაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა რადიო “Эхо Москвы”-ს პროგრამა “Разворот”-ში ისაუბრა:

“მე პირადად, რადგანაც ოდესელი ვარ, ოდესას ბოლო წუთამდე დავიცავ. ასე არის განწყობილი ბევრი ჩემი ოდესელი მეგობარი. ყოველი ჩვენგანი იპოვის  მეთოდს, როგორ დაიცვას ქვეყანა, უკრაინის სახელმწიფო, როგორ დაიცვას თავისი სახლი. კიდევ ერთხელ ვამბობ: დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი ჩემს სახლთან მოვა. ჩემი სახლი კი ამჟამად ოდესაშია – თუ ის მოვა ჩემს სახლში, სადაც ის მე ნამდვილად არ დამიპატიჟია, მოვნახავთ თავდაცვის მეთოდებს.

მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურ ცვლილებებზე, რეფორმებზე, მე ვფიქრობ ამ საკითხებზე და არა მხოლოდ იმაზე, როგორ ვტაცოთ ხელი იარაღს და ვინმეს ვესროლოთ – ეს საერთოდ ყველაზე კოშმარული სცენარია,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები