LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პირველ მარტამდეც, ინფიცირების შვიდდღიანი მაჩვენებელი 4%-ზე ჩამოვა, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც: ჩხენკელი

113
FORTUNA.GE- (5)

“თუ ინფიცირების შვიდდღიანი მაჩვენებელი 4%-ზე ჩამოვა, საშუალება გვექნება, რომ სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში.” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას საბჭოს გადაწყვეტილება.

მისი თქმით, აღნშნული კრიტერიუმი მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ის დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან:

“პირველ თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისის, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას უკვე საკლასო ოთახებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბუნებრივი გარემო სწავლისთვის არის საკლასო ოთახი.

რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს სკოლებთან დაკავშირებით, როგორც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან.

ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი.
ანუ თუ პირველ მარტამდეც, ეს მაჩვენებელი შვიდდღიანი ინფიცირების ჩამოვა 4 პროცენტზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც.

ჩვენ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. 4 %-ზე თუ ჩამოვა შვიდდღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში.” – განაცხადა მინისტრმა.

ჩხენკელის თქმით, განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული, მასწავლებლები კი გაივლიან რეგულარულ ტესტირებას და სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო.

 

თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, ჭორაობაა და მეტი არაფერი: გიორგი გახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები