LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პირბადეს კოლჰოტთან ერთად გაიკეთებთ უფრო მეტად დაცულები იქნებით: მეცნიერების ახალი დასკვნა

254
new-masks2-wide-7ac1f3d88bff58448df1b84ea44898367bd6618f-s800-c85

მეორე მოფლიო ომის დროს ნეილონის წინდები, ე.წ კოლჰოტი დახლებიდან ელვის სისწრაფით გაქრა.
სწორედ ამ პერიოდში ქალის მაღალყელიანი წინდები (“ჩულქები”) სულ უფრო მეტ იშვიათობას წაროადგენდა, ვინაიდან მის საწარმოებლად საჭირო ხელოვნური ბოჭკოს ქსოვილი (“ნეილონი”) ძირითადად სამხედრო დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა, მაგალითად, მან პარაპლანის საწარმოებლად გადაინაცვლა.
ომი დასრულდა, მაღაზიის დახლებზე კი ქალის მაღალყელიანი წინდები კვლავ დაბრუნდა.

ახლა კი, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნეილონის წინდებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიძინოს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა.
კვლევებმა დაადგინა, რომ პირბადეზე ნეილონის ქსოვილის დამატება უფრო ეფექტურად დაგვიცავს კორონავირუსისგან.
შედეგად, ნიღაბი უფრო მეტად დამცავი ხდება.

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა აქვეყნებს.

ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნეილონის წინდებიდან დამზადებულ ქსოვილს შეუძლია ჰაერში უმცირესი ნაწილაკებიც კი გაფილტროს.

”ამ ხერხმა მართლაც გააუმჯობესა ყველა ნიღბის მოქმედება. ამბობს ლორეტა ფერნანდესი, სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორის ასისტენტი ჩრდილო-აღმოსავლეთ უნივერსიტეტში, ერთ-ერთი მეცნიერი, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა.

„ტესტირებამ აჩვენა, რომ ნეილონის ქსოვილის დამატებით პატარა ნაწილაკების 95% იბლოკება.“

ის აღნიშნავს იმასაც, რომ ამერიკაში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოსახლეობას ურჩია ქსოვილის სახის საფარით დაეცვათ თავი კორონავირუსისგან, რათა შეემცირებინათ კორონავირუსის გადაცემის რისკი.

”ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ხელნაკეთი ნიღბები, რა სახის ქსოვილის ნიღბებია საუკეთესო, ასევე როგორ გავაუმჯობესოთ ის ნიღბები რაც გვაქვს, როგორ გავხადოთ უფრო ეფექტური.“ – ამბობს ბენ კოულინგი, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორი, რომელმაც ასევე შეისწავლა სახის ნიღბების ეფექტურობა.

ის აღნიშნავს, რომ ნეილონის გადაფარვით პირბადე სამედიცინო პირბადეზე უკეთ დამცველი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები