LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ – იუსტიციის მინისტრი

90
1

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ თუ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

როგორც რატი ბრეგაძემ დღეს  მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ამის შესახებ საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაში და მასში საუბარი არ არის სამოქალაქო კლინიკაზე.

“რაც შეეხება ექიმთა კონსილიუმს, რომელშიც წარმოდგენილნი არიან საზოგადოებისთვის ძალიან ავტორიტეტული ექიმები, შეიკრიბნენ ორჯერ და არსებობს ორი დასკვნა: პირველად, როდესაც რეკომენდაციები გასცეს, ეს იყო, თუ არ ვცდები, 13 ოქტომბერს, ისინი შესრულებულია, ეს ეხება გარკვეულ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ბუნებრივია, ამ დეტალებზე არ ვიმსჯელებთ.

სააკაშვილის ადვოკატი: თუ იუსტიციის სამინისტრო კონსილიუმის რეკომენდაციებს არ ენდობა, მაშინ საერთოდ რისთვის უნდოდათ ეს კონსილიუმი?

ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის. საუბარია, რომ თუ ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, ამ შეთხვევაში, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, ხაზგასმით ვამბობ, რაზეც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის ზოგიერთი ოპონენტი, არ ყოფილა.” – თქვა მინისტრმა.

ბრეგაძე განმარტავს, რომ ექიმების თქმით, დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად. მინისტრის თქმითვე, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სახალხო დამცველთან:

მე-18 დაწესებულება სადაც სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, კონსილიუმის დასკვნას არ შეესაბამება: ომბუდსმენი

“ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ნინო ლომჯარიასთან. ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში. აქ ასევე ჩართულია ნინო ლომჯარია. რაც შეეხება მის დასკვნას, მასში ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო. ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში.” – აღნიშნა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე: ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი, შევეცდები გავესაუბრო და გავარკვიო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები