LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ „მწვანე“ გზებითა და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, კომიკურად გამოიყურება: სარჯველაძე სააკაშვილზე

92
მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში სავარაუდო დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.

„სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის აქ იმყოფება. შსს-მ გააკეთა განცხადება, არცერთი გამშვები პუნქტის მეშვეობით, ის საქართველოში არ იმყოფება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და ამას შეგვიძლია ვენდოთ. თუ „მწვანე“ გზებით და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, ესეც კომიკურად გამოიყურება“, – ამბობს სარჯველაძე

“არასასიამოვნო საყურებელია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთი გზით ცდილობს ავტორიტეტის განმტკიცებას საკუთარ ამომრჩეველში.” – აცხადებს სარჯველაძე

„არ ერიდებიან არცერთი მეთოდის გამოყენებას, რომ დომინანტური როლი შეინარჩუნონ ოპოზიციაში, ამხნევებენ საკუთარ ამომრჩევლებს, რომლებსაც გული აქვთ გატეხილი და საფუძველი არ აქვთ, დაიჯერონ მორიგი ჩამოსვლის დაპირება. შეიძლება გამოვიდეს, თქვას, რომ წავედი იმავე გზებით, იმიტომ, რომ არ იაქტიურეთ ან ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

განცხადება სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემაც გააკეთა

პოპულალურები