LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ლარის კურსს ვერ დაიჭერენ, სუპერმარკეტები მუზეუმად გადაიქცევა, ხალხი სურსათს დაათვალიერებს” – ჭყონია

63
sursat

„თუ ლარის კურსს ვერ დაიჭერენ, სუპერმარკეტები მუზეუმად გადაიქცევა, სადაც ხალხი სურსათს მხოლოდ დაათვალიერებს” – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ bm.ge-ისთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ჭყონია განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი ძალიან სწრაფად არ გადადგამენ ნაბიჯებს და ლარის გაუფასურებას არ შეაჩერებენ, ბიზნესი ფასების დაჭერას ვერ შეძლებს.

“ახალი არავისთვისაა, რომ იმპორტირებული ეკონომიკა გვაქვს – ვყიდულობთ დოლარში და ვყიდით ლარში. თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი გაძვირდება. კერძო სექტორსაც აქვს შესაძლებლობების ლიმიტი, მაშინ გვითხრან, როგორ მოვიქცეთ”, – ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ ლარის კურსი იყო. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოკლე პერიოდში ეროვნული ბანკის წარმომადგენლების, ბიზნესისა და მთავრობის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება, სადაც ამ საკითხზე იმსჯელებენ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4464 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0426 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები