LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ კუბოებს ვერ დავითვლიდით ორი კვირის წინ, ახლა რა შეიცვალა…ძალიან ვეჭვობ რაღაცეებს”

888
BeFunky-collage (2)

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ვერ ხვდება, რა შეიცვალა ქვეყანაში და რატომ არის ყველა გარეთ კორონავირუსის პანდემიისას.კოშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ეჭვები აქვს, რომელსაც ვერ ხსნის.

“მაგარია გაზაფხული და როგორ ვმაზავთ… ან არ ვმაზავთ? გუშინ წავედი სოფელში, ზოგადად ვგიჟდები სოფელზე (აგარაკზე არა სოფელზე!) ხოდა იმის და მიუხედავად რომ ჩემმა შვილმა სული გაგვაძრო ისე დაგვღალა, საოცრად ვისიამოვნე. უკანა გზაზე დამუხტული დადებითი ემოციებით ვუყურებდი ქალაქში გამოფენილ ახალგაზრდებს. აი თვალს უხარია, ყველა გარეთ არის, სეირნობს, ნიღბები აქვთ ყელსაბამივით კისერზე ჩამოკიდებული. .. ხოდა თვალს კი უხარია, მაგრამ გთხოვთ გამაგებინოთ, მე არ ვარ ეტყობა მაინც და მაინც ჩახედული.. რა შეიცვალა???? ჩემი ვარიანტებია, რომ შევეგუეთ ამ გრიპს და ისე ამოგვივიდა ყელში სახლში ჯდომა რომ მაგრად დავიკიდეთ… და მეორე ის რომ სახელმწიფო ვეღარ აუდია ასეთ ეკონომიკურ ზარალს და გამოგვიშვა რაც იქნება იქნებაო… რის თქმას ვცდილობ იცით? აი თუ კუბოებს ვერ დავითვლიდით ორი კვირის წინ, ახლა რა შეიცვალა, გეხვეწებით ამიხსენით ვისაც გაგეგებათ… ააააა და კიდევ, არის სადიშროება რომ ორ კვირაში ისეთი ამბავი აიწევა (როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა) რომ ხელახლა ჩაგვკეტავენ? აიიი ზოგადად ვერ დავამუღამე ეს კორონა, სულ მგონია რომ რაღაც არ ვიცით, ძალიან ვეჭვობ რაღაცეებს, ოღონდ რეებს მეთვითონაც არ ვიცი”- წერს ნუკი კოშკელიშვილი.

 

https://www.instagram.com/p/CAHuTR_BOUm/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები