LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კორონავირუსის მიუხედავად, უცხოეთში გამგზავრებას მაინც გეგმავთ – ეს რჩევები გაითვალისწინეთ

97
1521052911755

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ცენტრის მთავარი რეკომენდაციაა, თუ აუცილებელი არ არის, საზოგადოებამ გადადოს მოგზაურობა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებში.

იმ შემთხვევაში კი თუ პირი საზღვარგარეთ გამგზავრებას მაინც აპირებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

– არ იქონიოს დაუცველი და მჭიდრო კონტაქტი გარეულ და /ან ფერმის ცხოველებთან და ფრინველებთან;

– არ მიირთვას უმი ხორცისგან დამზადებული მოუხარშავი კერძები;

– მოერიდოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას;

– ხშირად დაიბანოს ხელები საპნით და წყლით, ან სპირტის შემცველი ხსნარით;

– გამოიყენოს სამედიცინო ნიღაბი თუ ახველებს, ან აცემინებს;

– ხველის ან ცემინების დროს აიფაროს პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი;

– თუ თავს ცუდად იგრძნობს, დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.

ამასთან, დასენიანებული რეგიონის დატოვებიდან 14 დღის განმავლობაში, აღნიშნული პირი უნდა იყოს იზოლაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები