LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ კომისია დაადგენს, რომ არჩევნები დარღვევებით წარიმართა, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას” – ვის შეუწყდება მანდატი და რა შემთხვევაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები

86
BeFunky-collage

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინაააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას” – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან, ასევე შეიქმნება არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია:

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღდმეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები.

პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექპეტრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს” – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, პარტია გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.

“კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა, ქართული ოცნების სასარგებლოდ და დარწმუნებული ვართ, გადახრა 0.1 პროცენტიც კი არ იქნება, ქართული ოცნება გამოაცხადებს რიგგარეშ არჩევნებს”

“რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი გახდება” – სად და როგორ ხედავს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს გია ხუხაშვილი

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი გადაცდომის არსებობის შემთხვევაში, პოლიტიკიდან წავა.

“როგორც პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უნდა ველოდოთ თუ არა ოპოზიციის “ტრიუკებს”: ვინ რა გზით შეიძლება შევიდეს პარლამენტში

ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ: ვის ვიხილავთ პარლამენტში ოპოზიციიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები