LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ხმები გინდათ, ითხოვეთ წესიერად, იქნებ გაძლევთ – ჯაფარიძის მიმართვა ევროპულ საქართველოს

196
Untitledgwgwg

“თუ რამე გინდათ, თუნდაც ხმები, უნდა დაიწყოთ თხოვნით, ასეთი ზმნა არსებობს ქართულში, თხოვნა ჰქვია. ჩვენ გვაქვს ხმები, თქვენ გჭირდებათ ხმები და შეგიძლიათ ითხოვოთ წესიერად, იქნებ გაძლევთ, – ასე მიმართა გირჩის ლიდერმა ევროპულ საქართველოს.

„აუ, ახლა დროზე გირჩმა აასხით, მიდით საარჩევნო უბნებზწე და შემოხაზეთ ჩვენი კანდიდატი, თორემ ქოცებს დაგიძახებთ, ეს თხოვნა არ არის, ეს არის იაფი მორალური დამუნათება, შეიძლება, ეგეთი ტიპის დამუნათება თქვენს აქტივისტებზე მოქმედებს, მაგრამ გირჩში ასეთი დამუნათება მაგრად გვკიდია, წესით, უნდა გესმოდეთ, რომ გვკიდია, თან დიდი ხანია“– ამბობს ზურა ჯაფარიძე

მისივე თქმით, „გირჩის“ ხმები არავის ჭკუაზე არ დადის.

“გირჩი არ არის სტანდარტული პარტიული სტრუქტურა თავისი კოორდინატორებითა და უბნის უფროსებით, რომელშიც პარტია ზემოდან ქვემოთ ჩაასხამს ფულს და ხმებს საითაც უნდა იქითკენ გაუშვებს.გირჩის ხმები არავის ჭკუაზე არ დადის, მათ შორის ჩემი. თუ რამე გვევასება გირჩში, ის არის, რომ არ ვართ ცხვრები , თუ ვინმეს უნდა, დაგველაპარაკოს და აგვისხნას, რატო იმსახურებს ჩვენს ხმებს“– აცხადებს ჯაფარიძე

როგორც ჯაფარიძემ ვიდეო მიმართვისას აღნიშნა, შალვა შავგულიძეს არაერთხელ შესთავაზეს მათ ოფისში მისვლა, რათა ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატს აეხსნა, რატომ უნდა დაუჭირონ მას მხარი, თუმცა, როგორც გირჩის ლიდერი ამბობს, რომ მათთან მსგავს თემაზე სასაუბროდ არავინ მისულა.

“შეგვიძლია ახლაც, დაელაპარაკეთ გირჩელებს და აუხსენით რა გინდათ და რატომ იმსახურებთ ამ ხმებს. ისე არავინ არ დაგიჭერთ მხარს. ოღონდ იმას გასცდით, ახლა მთავარია ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, მაგას გირჩი არ ჭამს, გვაინტერესებს შინაარსი და გულწრფელობა” – აღნიშნა ჯაფარიძემ

ცნობისთვის, გირჩი ამბობს, რომ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე მხარს არავის დაუჭერს.

მთაწმინდაზე მეორე ტურში ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გადავიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები