LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ გაქვთ სიმპტომი და სწრაფი ტესტი უარყოფითია, არ ნიშნავს რომ არ გაქვთ კოვიდი” – რას ნიშნავს საყოველთაო ტესტირება, ექიმი სოფიო ბერიძე განმარტავს

11909
BeFunky-collage (3)

ექიმი სოფიო ბერიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ინტენსიური ტესტირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს გაფართოებულ ტესტირებასთან დაკავშირებით.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ სიხარულით ავიტაცე და გავაზიარე ეს სიახლე!

დღეს, ხელმეორედ გადაკითხვისას, აღმოვაჩინე, რომ ტესტირებას ჩაუტარებენ მხოლოდ სიმპტომურ პაციენტებს..

მინდა კარგად გავაცნობიეროთ და რაც შეიძლება ბევრს გადასცეთ!

  1. გაფართოებული ტესტირება არის ძალიან კარგი!
  2. გაფართოებული ტესტირების მთავარი საყოველთაოდ აღიარებული ბენეფიტი(შედეგი) არის – რაც შეიძლება მეტი უსიმპტომო ინფიცირებულის გამოვლენა!

რა მოხდება თუ მხოლოდ სიმპტომური ადამიანები გაიტესტებიან?

დადებითი  –

  1. იმათ ვისაც სჭირდება სტაციონარი მოეხსნებათ ეს ერთი ბარიერი მაინც!
  2. იზოლაციაში გადავლენ სტაციონარიზაციის საჭიროების არ მქონე პირები და შეუფერხებლად დადგებიან ოჯახის ექიმთან აღრიცხვაზე!

რა რისკები ახლავს მხოლოდ სიმპოტიმური პაციენტების სწრაფ ანტიგენზე ტესტირებას:

  1. დისტანციისა და სხვა რეკომენდაციის არ დაცვის შემთხვევაში – რიგში იზრდება ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე გადადების რისკი!
  2. სრაფ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი ჩათვლის რომ არ არის ინფიცირებული და შეწყვეტს იზოლაციას!

მოგვარების გზები

  1. გაფართოებული ტესტირებაში ჩაერთოს ყველა – სიმპტომურიც და უსიმპტომოც!
  2. უმკაცრესად დავიცვათ რეგულეციები

პირბადე!!!!  დისტანცია!!!

და ყველაზე მთავარი!

  1. თუ გაქვთ სიმპტომი და სწრაფი ტესტი უარყოფითია, არ ნიშნავს რომ არ გაქვთ კოვიდი. დარჩით იზლაციაში, მოითხოვეთ და ჩაიტარეთ PCR ტესტი (,,პისიარი” – ცხვირ-ხახიდან რომ იღებენ და მეორე დღეს რომელზეც არის პასუხი – ის!)

დღეს გაფართოებული, საყოველთაო ტესტირება ნიშნავს:

მაქსიმალურად ბევრი ინფიცირებულის ერთბაშად გამოვლენას!

ამ ადამიანების დაუყოვნებლივ იზოლაციას!

ვისაც სჭირდება,  იმ ადამიანების სტაციონარში სწრაფად მოხვედრას!

10 დღეში ახალი ინფიცირებული შემთხვევების რაოდენობის კლებას!

ბედნიერ ახალ წელს!”- წერს სოფიო ბერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები