LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ჩემი პატიმრობა პაციენტის მდგომარეობას შეცვლის, მაშინ თანახმა ვარ” – „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი

238
BeFunky-collage (7)

თუ ჩემი პატიმრობა ნათია ცირეკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეცვლის, მაშინ თანახმა ვარ, – ასე მიმართა მოსამართლე დავით კურტანიძეს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ სასამართლო პროცესზე.

მოსამართლე ამ წუთებში სათათბიროდ არის გასული, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობას ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

“30 წელია ვიცნობ…”- რას ამბობს დაკავებულ ექიმებზე ვაჟა გაფრინდაშვილი

ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან. იგივე მუხლით ბრალი წარდგენილი აქვს ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას. ის საქართველოში არ იმყოფება და სასამართლო მის საქმეზე დაუსწრებლად მსჯელობს.

ადვოკატები ითხოვენ, რომ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა გამოიყენოს. პროკურატურის ვერსიას დაკავებულები არ ეთანხმებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები