LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ჩემი ხარ, მოგეხმარები, თუ არადა არა“ – ვის დაეხმარება მთავრობა კიდევ ერთხელ

187
samsaxuri

“პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე და ამ შოკის დაძლევაში მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერის თქმით, იგეგმება, რომ მთავრობამ კიდევ ერთხელ გადახედოს სოციალურად დაუცველთა სიას და ისიც განისაზღვრება, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დაეხმაროს.

„ფორტუნამ“ მთავრობის მორიგი ინიციატივის შეფასება ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს სთხოვა.

სოციალური დახმარების სიაში ვერმოხვედრის თემა ბევრისთვის მტკივნეულია. რამდენად რეალურია, რომ ამჯერად მაინც მიიღოს დახმარება ყველამ, ვისაც სჭირდება? 

როგორც კი მთავრობამ პირველი წინადადებები გააჟღერა მოქალაქეების დახმარების პაკეტზე, ძალიან ხისტი კრიტიკა მქონდა.  შერჩევითი მექანიზმი, არაფერს ეყრდნობოდა, გარდა მთავრობის სუბიექტური შეხედულებებისა. ვიცოდი, რომ არ იმუშავებდა და არც იმუშავა. რომ ეთქვათ, მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაკარგეს ადამიანებმა სამსახური, უჭირთ მათ ამ მძიმე პერიოდში და მიიღებენ დახმარებასო, იქნებოდა სრულიად გასაგები.

კიდევ როგორ უნდა ხდებოდეს დასახმარებელ ადამიანთა შერჩევა?

ჩემთვის გაუგებარია ბიზნესის დახმარება. რა კრიტერიუმებით ეხმარებიან? თუ ჩემი ხარ, მოგეხმარები, თუ არადა არ მოგეხმარები. ეს მოსაზრება იყო მცდარი. კარგია თუ ამ მიდგომას გადახედავენ. ყველა უნდა იღებდეს დახმარებას. როგორც კი მთავრობა შერჩევით მექანიზმს დებს, აძლევს ბიუროკრატიას იმის საშუალებას, რომ კორუფციული დიდი საწყისი გააჩინოს. როცა უნდათ, რომ დახმარება წმინდა პარტიული, ანუ საკუთარი შეხედულებების მიხედვით გაანაწილონ, იქნება ცუდი შედეგი. თუ გადაიხედება დასახმარებელ ადამიანთა სია, კარგი იქნება. ამ მიმართულებით აქამდე რაც გაკეთდა, იყო ძალიან ცუდი. ახლა თუ კარგს გააკეთებენ, მე პირადად მივესალმები და არც არასდროს მოვერიდები ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ მიიღო კარგი გადაწყვეტილება.

დახმარებულთა რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. პრემიერის თქმით, დახმარება 721 ათასმა ადამიანმა უკვე მიიღო?

ვინ მიიღო და ვინ არ მიიღო დახმარება ამას ვერ გეტყვით. თუ თქვენ ახლომახლო გაიკითხავთ და აღმოაჩენთ ადამიანს, ვინც მიიღო დახმარება, მეც გამაგებინეთ.

თქვენ მოიკითხეთ და ასეთი ადამიანი ვერ ნახეთ?

არ მომიკითხავს, მაგრამ ვერ ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც ეს დახმარება მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები