LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ასე გაგრძელდა პიკის პერიოდს გადავლახავთ – მარინა ეზუგბაია

102
Capture

“სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, სამივე მათგანი თეთრიწყაროს კლასტერია.

“ჩვენთან შემოვიდა 2 ახალი პაციენტი, ოღონდ არ შედიან ამ ახალ პაციენტებში. ისინი წინა 9 დღეში დაფიქსირებული 9 ინფიცირებულიდან არიან.  ეს ორი პაციენტიც თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება საკარანტინე სივრციდან.
ამ ეტაპზე კლინიკაში 41 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გუშინ გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი და მთლიანობაში ინფექციური საავადმყოფო 87-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ მეორე დღეა სტაბილურია, თუმცა პროგნოზზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. დაგვემატა 2 მძიმე პნევმონია, მაგრამ მათთან ბოლო 24 საათია დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე თითქმის კვირაზე მეტია, ვირუსის პიკის პირობებში, ინფიცირებულთა მატება ერთნიშნა ციფრს არ აღემატება და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადალახულია. მისი თქმით, ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი არ შეიძლება, თუმცა მოსალოდნელია, რომ სწორედ ასეთი სცენარი განვითარდეს.