LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ არ მოგწონს ის, რასაც ცხოვრება გაძლევს, მაშინ შეცვალე ცხოვრება!“ – კარლოს კასტანედას ცნობილი გამონათქვამები

890
80090522-550820179097873-2296281505774698496-n

„რაც მეტი იციან გარშემომყოფებმა შენს შესახებ, რაც მეტი მოლოდინი აქვთ, მით უფრო იზღუდები მოქმედებასა და თვითრეალიზაციაში“, – ამბობდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული მწერალი, რომლის ეზოთერულ-მისტიკური რომანებზე, დღემდე კამათობენ ლიტერატორები.

ცნობილი ადამიანების ციტატები

იმოქმედე თამამად და ნურასდროს გაიმართლებ თავს შეცდომებისთვის.

ყველა გზა ერთნაირია და ყველა არსაით მიდის. თუმცა, ზოგი გულით მიჰყვება, ზოგი – გულგრილად. ზოგი გზა გაძლიერებს, ზოგი კი, განგრევს.

ნებისყოფა ისაა, რაც გამარჯვებას გაიძულებს, როცა გონება ჯიუტად გიმტკიცებს, რომ უკვე დამარცხდი.

როცა ადამიანი ღირსებას კარგავს, მისთვის ნებისმიერი ავკაცობა მისაღებია.

როცა სამყაროს შეყვარებულის თვალით უყურებ, საპასუხოდ მისგანაც სიყვარულს ღებულობ.

ყოველთვის სტრესულ გარემოში მოქმედება, შეცდომის დაშვება ჯობია, კომფორტულ გარემოში უშეცდომოდ ცხოვრებას.

მთავარი არა გაგება, არამედ ყველაფრის სწორად აღქმა და გაცნობიერებაა.

ის, ვისაც ობიექტურად დანახვა შეუძლია, დიდი ხანია შეეჩვია, რომ სამყარო ბრიყვებითაა დასახლებული.

ყველაფრის თავიდან დასაწყებად ჯერ წარსულთან დამშვიდობებაა საჭირო.

ადამიანი ან აბედნიერებს საკუთარ თავს ან აუბედურებს, თუმცა მონდომება ორივეს ერთნაირი სჭირდება.

ვერცერთი გამადიდებელი შუშა ვერ „გაბერავს“ იმ ღირსებებს, რომელსაც საკუთარ თავში უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი ხედავს.