LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, ისევ ჟურნალისტიკაში დავბრუნდები: ირმა ინაშვილი

73
BeFunky-collage (1)

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თუ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, ისევ ჟურნალისტიკას დაუბრუნდება და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას იქიდან დაიწყებს. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან ამერიკისა და ევროკავშირის ელჩთან ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

“თუ მკაფიო შეთანხმება არ შედგება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგამ, გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენ რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ კაონსულტაციებს მართავენ. როგორც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს შეხვედრა არის მზადება მესამე რაუნდისთვის, რათა მესამე რაუნდი არ იყოს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის და რაღაც შედეგით დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები