LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს

116

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ აკადემიური საბჭოს წევრებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა შესთავაზა, რისთვისაც სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. „კარი იქნება ღია, ესაა დოკუმენტი, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევიმუშაოთ. რაც უფრო მეტი იქნება მონაწილე და რაც უფრო მაღალი იქნება საზოგადოებრივი კონტროლი – უკეთესია. რაც უფრო  მეტი პროფესიონალი  ჩაერთვება ამ საქმეში –  უკეთესია. ამიტომ ვთხოვეთ, განსაკუთრებით, საბჭოს იმ წევრებს, ვინც არიან განათლების სპეციალისტები, იურისტები აქტიურად ჩაერთონ. ნაწილი საკითხებისა  მიეკუთვნება უნივერსიტეტის კომპეტენციას. სხვა ნაწილი, მაგალითად საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიცირებაც ჩვენგან  უნდა მოხდეს.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნამდვილად აქვს ინტელექტუალური საშუალება იმისთვის, რომ გახდეს პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. თსუ რექტორმა აკადემიურ საბჭოს სტუდენტთა იმ ჯგუფის მოთხოვნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელმაც საპროტესტო აქცია გამართა.

რაც შეეხება სტუდენტთა მოთხოვნას ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადების გახანგრძლივების, სწავლის საფასურის გადანაწილების შესახებ, თსუ რექტორმა და ადმინისტრაციამ იმსჯელეს შექმნილ ვითარებაზე. მიღებულია გადაწყვეტილება ცვლილება შევიდეს რექტორის ბრძანებაში, რომლის თანახმადაც ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებთან უნივერსიტეტი გააფორმებს შეთანხმებას დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები