LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტროტუარებზე 96 პარკირების ადგილი გაუქმდება(ფოტოები)

299

ტროტუარებზე კიდევ 96 პარკირების ადგილი გაუქმდება – დედაქალაქის მთავრობამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

როგორც “ფორტუნას” მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, ლიახვის ქ. N1-თან – 20, გულამაყრის ქ. N5-თან – 35, წერეთლის გამზ 126-თან – 16, წერეთლის გამზ. 116-თან – 20 და რობაქიძის გამზ. მე-18 კორპუსთან ტროტუარებზე – 5 მანქანის სადგომი ადგილი გაუქმდება.

პარალელურად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აგრძელებს პროექტს, რომელიც ტროტუარების „შეჭრისა“ და „ჯიბეების“ მოწყობით ქვეითთათვის უსაფრთხო გადაადგილების პირობას ქმნის და ამავდროულად, ავტომანქანების მფლობელებს საპარკინგე ადგილებს სთავაზობს.

კომპანიის ცნობით, უახლოეს მომავალში „შეჭრები“ გაკეთდება: კოსტავას 71-თან, ჭავჭავაძის 41, 42 და 58-თან. ტრანსპორტის სამსახური „ჯიბეების“ მოსაწყობად მხოლოდ ისეთ ადგილებს არჩევს, სადაც ტროტუარები განიერია და ქვეითთათვის კომფორტული გადაადგილება არ შეიზღუდება.

გასული წლის ბოლოს თბილისში პირველი ასეთი საპარკინგე ადგილები გაჩნდა კუს ტბის საბაგიროსთან, ჭავჭავაძის 39-ში, 41-ში და ფეხბურთის ფედერაციის მიმდებარედ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები