LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტში გადახდას დღეიდან სხვა პლასტიკური ბარათებითაც შეძლებთ

389
hhhh

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროსა და ავტობუსში, მგზავრობის საფასურის გადახდა დღეიდან უკვე „ვითიბი“ ბანკისა და ბანკი „ქართუს“ პლასტიკური ბარათებითაც შესაძლებელია.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, უცნობია როდის ჩაერთვება პროგრამაში „თიბისი“ ბანკი.

„ტექნიკურად სისტემა ამისთვის გამართულია, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა ბანკის ბარათებიც მიიღოს, საჭიროა თვითონ ბანკებმა მოილაპარაკონ, „საქართველოს ბანკთან“ შეთანხმდნენ და ტექნიკურად მოაგვარონ ეს საკითხი. ეს ნებაყოფილობითია და იძულებითი ხასიათი ვერ ექნება,“ – განუცხადეს “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შეგახსენებთ, დაანონსებული იყო, რომ სისტემაში „თიბისი“ ბანკიც ჩაერთვებოდა, თუმცა, სატრანსპორტო კომპანიაში ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები „თიბისისთან“ ან სხვა ბანკებთან.

„საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით, 2017 წელს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები