LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა გარიგება დაამტკიცა: TikTok დროებით აღარ აიკრძალება

179
donald-trump-TIK-TOK-AP-Getty

მთელ მსოფლიოში პოპულარული აპლიკაცია TikTok აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში დროებით აღარ აიკრძალება. საქმე ისაა, რომ დონალდ ტრამპმა TikTok-ის მშობელ კომპანია ByteDance-სა და Oracle-ს (ORCL) შორის გარიგება დაამტკიცა. ამის შესახებ CNN აშშ-ის კომერციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

ხელშეკრულების თანახმად, ByteDance Tik-Tok-ის ძირითად მფლობელად რჩება. შესაბამისად, ის შეზღუდვები, რომელიც, წესით, 20 სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, 1 კვირით გადაიდო.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მან გარიგება “კონცეფციურად” დაამტკიცა.

„კურთხევა მივეცი თუ გაუმკლავდებიან, ძალიან კარგი, თუ არა და – არაუშავს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მომხმარებლების მონაცემთა უსაფრთხოება გამჭირვალე იქნება.

გარდა ამისა, CNN ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ გარიგებაში შედის 5 მილიარდი დოლარის ინვესტირება აშშ-ის განათლებისთვის, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, რომელი კომპანიები გადაიხდიან ამ თანხას. საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს თეთრ სახლშიც.

შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაცია TikTok-ის აკრძალვაზე უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობს. ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა საბოლოო ნაბიჯი გლობალური ტექნოლოგიების კუთხით ჩინეთის გავლენების შეზღუდვის მიმართულებით. ძირითად მიზეზად ეროვნულ უსაფრთხოებისთვის პოტენციური საშიშროება სახელდებოდა.

დონალდ ტრამპი აპლიკაცია TikTok-ის წინააღმდეგ

მალევე TikTok-მა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ისინი ჩინეთის მთავრობას ინფორმაციას არ აწვდიან. მეტი დამაჯერებლობისთვის კი, მაისში, ByteDance-სგან გასამიჯნად, აღმასრულებელ დირექტორად და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ამერიკელები დანიშნა, მაგრამ სპეციალისტების აზრით, კომპანიას და შესაბამისად, მონაცემთა ბაზას სხვა პირები მართავენ.

განმარტებების მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისში ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, TikTok-ის ოპერირება ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალებოდა იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბრამდე მას არ იყიდდა რომელიმე ამერიკული კომპანია.

ამას მოჰყვა ცნობები იმის შესახებ, რომ ახალი მყიდველების კანდიდატებს შორის Oracle, Walmart და “მაიკროსოფტი” იყვნენ.

TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. ბოლო მონაცემებით, ის 2 მილიარდზე მეტჯერ ჩამოტვირთეს, კონკრეტულად აშშ-ში კი 165 მილიონჯერ.

აპლიკაცია კომპანია ByteDance-მა შექმნა და ის ჩინეთში პოპულარული აპის ანალოგია.

ინდოეთმა 59 აპლიკაცია, მათ შორის, TikTok-ი აკრძალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები