LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი მეგან მარკლის შესახებ: არ ვიცოდი, თუ საზიზღარი იყო

2895
911014

აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიტანეთში ვიზიტამდე, გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში ბრექსიტზე, ტერეზა მეის პოლიტიკურ გზასა და მეგან მარკლის მიერ მისი შეხედულებების კრიტიკაზე ისაუბრა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის გააოცა მეგან მარკლის საშინელმა კომენტარებმა, რომელსაც 2015-2016 წლებში ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლისას აკეთებდა და დასძინა, რომ არ იცოდა, თუ მსახიობი მას ასე მწვავედ აკრიტიკებდა.

2016 წელს, არჩევნების წინ მეგან მარკლმა ტრამპს ქალთმოძულე უწოდა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში კანადაში გადავიდოდა საცხოვრებლად.

“ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა უნდა ვთქვა. არ ვიცოდი თუ ასეთი საზიზღარი იყო,”- თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.მოგვიანებით კი დაამატა, რომ “მისი აზრით, მეგან მარკლი სამეფო ვალდებულებებს არაჩვეულებრივად გაუძღვება”.

დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს, ირლანდიასა და საფრანგეთს მომავალ კვირას ეწვევა. ტრამპი პრინც ჰარის, უილიამსა და ქეით მიდლტონს შეხვდება. მეგან მარკლი დეკრეტული შვებულების გამო შეხვედრას არ დაესწრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები