LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ირანს აფრთხილებს: აშშ-მ 52 ირანული ობიექტი მიზანში ამოიღო

333
Trump Iran

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიზანში 52 ირანული ობიექტი უკვე ამოიღო. ეს ინფორმაცია პირადად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა.  ის ტვიტერზე წერს, რომ ეს ერთგვარი გაფრთხილებაა.

“თუ ირანი შეტევას განახორციელებს ნებისმიერ ამერიკელზე ან ამერიკულ ობიექტზე, ჩვენ მიზანში გვყავს ამოღებული 52 ირანული ობიექტი, ზოგიერთი მათ შორის ძალიან მაღალი დონის, ძალიან მნიშვნელოვანი ირანისთვის და ირანული კულტურისთვის.

ამ ობიექტებზე და თავად ირანზე იერიში იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი. აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს !” – წერს ტრამპი ტვიტერზე.

პარალელურად, ამერიკელი დემონსტრანტები ირანელი გენერლის მკვლელობას გმობენ.  გაეროსა და ევროკავშირში კი მოლაპარაკებები იმართება.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესადაა დაძაბული. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შემდეგ, ვაშინგტონი თეირანის მოსალოდნელი რეაგირებისთვის აქტიურად ემზადება.

ვითარების დეესკალაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ვითარების უკიდურესად გამწვავების ფონზე კი რიგი ქვეყნები, მათ შორის ბრიტანეთი, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ერაყსა და ირანში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები