LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი დაკარგული, წაშლილი სახე მოვიგეთ – კობახიძე ჟურნალისტს

80
ocneba

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისმა გუნდმა არჩევნებში დამაჯერებლად მოიგო.

„მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება მეორე ტური და დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხობს დამაჯერებელ მოგებაში, როცა რამდენიმე ქალაქში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ, კობახიძე პასუხობს:

“თქვენი დაკარგული, წაშლილი სახე მოვიგეთ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, მიხეილ სააკაშვილის სახე, თქვენი სახით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არის ციხეში”.

მოდით, წაგება სახეს ნუ დაგაკარგინებთ – თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, ნაადრევი იყო თუ არა გუშინდელი ზეიმი.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც მერის არჩევნების მეორე ტური შეიძლება იყოს, „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

“რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს თბილისში და სხვა მუნიციპალიტეტებში, 3 შემთხვევა არის, სადაც ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, თუმცა იქაც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ. სხვა შემთხვევაში არის ძალიან დიდი უპირატესობა, როგორც თბილისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენსა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის. აქედან გამომდინარე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები