LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ შეგიძლიათ გადაგვარჩინოთ, დარჩით სახლში” – ექიმმა ოჯახის დასაცვად ავტოფარეხში ცხოვრება გადაწყვიტა

211
BeFunky-collage (3)

ექიმი ტიმი ჩენგი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აშშ-ში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება და “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულებს მკურნალობს. კალიფორნიის საავადმყოფოში დაუღალავი შრომის შემდეგ, ექიმმა გადაწყვიტა ოჯახის დასაცავად ავტოფარეხში კარავი მოეწყო.

“მე ნებაყოფლობით გავხდი უსახლკარო, რათა დავიცვა მეუღლე და შვილები. თავდაპირველად, მანქანაში მეძინა, თუმცა ეს არც თუ ისე კომფორტული აღმოჩდა, ამიტომ ავტოფარეხში ვიძინებ, მხოლოდ ასე შემიძლია დავიცვა ისინი,”- ამბობს ექიმი daily mail-თან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმმაც არ იცის როდემდე მოუწევს ასე ცხოვრება, ჩენგი აღნიშნავს, რომ სრული იზოლაციის მიუხედავად ოჯახისგან ყურადღება და მზრუნველობა არ აკლია. მას ყოველ საღამოს კარავთან საჭმელი ხვდება.

“კარანტინი ქალებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა” – იზოლაციის გამო, ოჯახში ძალადობის სტატისტიკა იზრდება

“თქვენ შეგიძლიათ გადამარჩინოთ მე. დარჩით სახლში და დაეხმარეთ ეპიდემიოლოგებს ვირუსის გავრცელება შეაჩერონ. უამრავი ექიმი, ექთანი და  ჯანდაცვის სხვა მუშაკები თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობენ.

ამიტომ დარჩით სახლში და წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც შევძლებთ მივიდეთ სახლში საყვარელ ადამიანებთან,”-ამბობს ტიმი ჩენგი.

ბოლო მონაცემებით, კალიფორნიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 4 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 102 ადამიანი.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 124 ათასს გადააჭარბა – მსოფლიო სტატისტიკა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები