LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ მარტო არ ხართ…რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, ეს უბრალო ჩახუტებაა” – ელისაბედ მეორე

182
BeFunky-collage (2)

ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ თავის ყოველწლიურ სადღესასწაულო მიმართვაში განაცხადა, რომ პანდემიის გამო ამ წელმა ადამიანები ერთმანეთს დააშორა, თუმცა ამასთან, ბევრი მიმართულებით დააახლოვა. ინფორმაციას “CNN” ავრცელებს.

„დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში ადამიანები ამ წლის გამოწვევებს შესანიშნავად გაუმკლავდნენ და მე ამაყი ვარ ამ შეუპოვარი სულისკვეთებით“, – აღნიშნა ბრიტანეთის დედოფალმა.

მისივე თქმით, მათთვის, ვინც ახლობელი ადამიანი კორონავირუსის გამო დაკარგა ან მათთვის, ვინც სოციალური კონტაქტების შეზღუდვების გამო განცალკევებულად იყვნენ, წელიწადის ეს დრო სევდიანი იქნება.

„თუ მათ შორის ხართ, თქვენ არ ხართ მარტო… რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, ეს უბრალო ჩახუტებაა.” – აღნიშნა ელისაბედ მეორემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები