LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ნორმალურია, როცა უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია: რიკ დემსი

83
რიკ დემსი

„თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ნორმალურია, როცა უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა ბევრი კითხვა გაჩნდა, იგი ჯერ ამ შეკითხვებზე პასუხისგან თავს შეიკავებს.

მიზეზად დაასახელა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს და ოპოზიციის დელეგაციას ესაუბრა.

„მე მხოლოდ ახლა ვიწყებ ვიზიტს, თქვენ ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ, რომელზე პასუხისგანაც ალბათ თავს შევიკავებ, რადგან ჯერ უნდა შევხვდე პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და სხვებს.  ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის სპიკერსა და პარლამენტის წევრებს ვესაუბრე. გუშინ ევროპის საბჭოში ელჩი დამხვდა. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ოპოზიციისა და უმრავლესობის დელეგაციებს.

ეს მეტყველებს, რომ საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია. სწორედ ამის თქმა მინდა თავიდანვე, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ყველა წევრ ქვეყანაშია. შესაძლოა, არა იმ მასშტაბით, როგორც საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა ნორმალურია ის ვითარება, სადაც უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია“, – განაცხადა რიკ დემსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები