LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლის გამო საქართველოს გზებზე გადაადგილება შეზღუდულია

112
FORTUNA.GE- (22)

გუდაური-კობის, ნიკეთი-შოვის, ნაქერალას უღელტეხილი და ლახამულა-უშგულის მონაკვეთებზე გარკვეული სახის ტრანსპორტით გადაადგილება დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, კმ100-კმ187 (ლახამულა-უშგულის) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სააგენტოს ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზეც. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ასევე ინტენსიური თოვის გამო,  საავტომობილო გზის ნაკიეთი-შოვის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნიკეთი-შოვის მსგავსად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის შეზღუდვაა დაწესებული ნაქერალას უღელტეხილზე.