LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოსკანა, მედიჩის პარკი და ფესტივალი – იტალიური პეიზაჟები ცოცხალი მუსიკის ფონზე

487
4e195b5e3a69ac2a38181db9f3de6da5

მართალია, OltreColle-ს ფესტივალი გასულ წელს გაიმართა პირველად, მაგრამ იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებმა მის ტრადიციად ქცევა გადაწყვიტეს. წელს ფესტივალი 29-30 ივნისს მოეწყობა და მუსიკის მოყვარულებს არაჩვეულებრივი ტოსკანური პეიზაჟების ფონზე შესთავაზებს ცოცხალ მუსიკას.

OltreColle 2019-ის ფესტივალმა, რომელიც მედიჩის პარკში მოეწყობა, იტალიელ ჯაზ- და სოულ-შემსრულებლებს მოუყარა თავი. მუსიკალური საღამოების პარალელურად ფესტივალი ადგილობრივ აღლუმს და შუასაუკუნეების სტილის დადგმებსაც უმასპინძლებს, გურმან სტუმრებს კი, უგემრიელესი ტოსკანური კერძებით გაუმასპინძლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები