„ტორონტოს კინოფესტივალზე“ ჯუდი გარლანდის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი საზოგადოებამ ძალიან თბილად მიიღო. ფილმში მთავარ როლს რენე ზელვეგერი ასრულებს.

„15 წლის მანძილზე მსგავსი დიდებული ოვაციები პირველად ვნახე.“ – განაცხადა ჯენელ რაილმა.

ხანგრძლივი აპლოდისმენტების შემდეგ, რენე ზელვეგერმა გაიხუმრა კიდეც „კარგით, საკმარისია, თქვენ მე მაკიაჟს გამიფუჭებთ.“

ფილმში ჯუდი გარლანდი ლონდონში რეზიდენციას ხსნის. ის ცდილობს წარსული ცხოვრება და ფინანსური კეთილდღეობა დაიბრუნოს. სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში ის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაში იმყოფებოდა. საბოლოოდ გარლანდი ნარკოტიკული ზედოზირებით, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.ეს მოხდა მისი ლონდონური შოუების დასრულებიდან ზუსტად 6 თვეში.

ფილმში ასახულია მოგონებები, თუ როგორ იღებდა ფილმის მთავარი მოქმედი გმირი „ოზის ჯადოქარს“. ვიგებთ იმასაც, რომ მას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში აღენიშნებოდა.

„რენემ სრული ტრანსფორმაცია განიცადა, ბოლომდე გაითავისა ჯუდის მანერები და ფიზიკური მახასიათებლები მოირგო“- განაცხადა ფიონუალა ჰალიგანმა.

ცნობისთვის, რენე ზელვეგერი უკვე გახლავთ ოსკარის მფლობელი, 2004 წელს გამოსულ ფილმში ,,ცივი მთა”  მეორეხარისხოვანი როლისთვის. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის უფრო მეტად ცნობილია ფილმებით „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“ და „ჩიკაგო“, რომელმაც 2003 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე საუკეთესო ფილმის ტიტული მოიპოვა.

აუდიტორიის თბილ რეაქციებს კრიტიკოსების დადებითი რეცენზიები მოჰყვა, რაც რენე ზელვეგერს ოსკარის ერთ-ერთ რეალურ პრეტენდენტად აქცევს.

ოსტინ კოლინზმა Vanity Fair-დან კი განაცხადა: “ჯუდი არც ცუდია და არც იდეალური, თუმცა ახერხებს დაგვარწმუნოს საკუთარ იდეებში – ეს შესანიშნავია რენე ზელვეგერისთვისაც, რაც მას ოსკარის პრეტენდენტად აქცევს.“

კინოპრემიერა შემდეგი თვის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში იგეგმება.

 

 

მსგავსი თემები