LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე რიჟვაძე: მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული

183
Tornike_Rizhvadze

მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებით.

რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას.

„მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს ერთადერთს – როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პროვოკაციები თავიდან იქნას აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი ყველაზე წარმატებული იქნება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები