LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტომი ჰილფიგერმა” კოლექცია 100%-ით განაახლა

242

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიამ  ”ტომი ჰილფიგერი” შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია მიიღო.

როგორც ”ფორტუნას” მაღაზიიდან აცნობეს,  კოლექცია ევროპიდან ჩამოვიდა. რაც შეეხება ფერებს, ახალ სამოსში ”ტომი ჰილფიგერის” ტრადიციული ფერები – ლურჯი, წითელი და თეთრი დომინირებს. ამასთან, როგორც მაღაზიაში განმარტეს, შემოდგომა-ზამთრის წლევანდელ ტანსაცმელში ვარდისფერიც ჭარბობს.

მათივე ინფორმაციით, ახალ პროდუქციაზე ფასები აქსესუარების შემთხვევაში 30 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის, ტანსაცმლის ღირებულება 149 ლარიდან იწყება, ფეხსაცმლის შეძენა კი ”ტომი ჰილფიგერში” 279-დან 949 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

როგორც მაღაზიაში აღნიშნეს,  ამ დროისთვის ”ტომი ჰილფიგერში” ფასდაკლებები არ მიმდინარეობს, ვინაიდან, კოლექცია 100%-ით ახალია და გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის სამოსი სრულად გაიყიდა.

შეგახსენებთ, ”ტომი ჰილფიგერი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას თბილისში, რუსთაველის გამზირზე ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები