LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰენკსმა და რიტა უილსონმა გადაწყვიტეს, სისხლი ჩააბარონ და კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს განკურნებაში დაეხმარონ

96
tomhenks-ritawilson-covid19

ცნობილია, რომ კოვიდ ინფექციის მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა განიხილება. ცნობილი ხდება, რომ ტომ ჰენკსმა და მისმა მეუღლემ რიტა უილსონმა სურვილი გამოთქვეს, ჩააბარონ სისხლი და კორონავირუსით დაავადებული ადამიანების განკურნებაში თავიანთინ წვლილი შეიტანონ. კვლევაში მეუღლეები უახლოეს პერიოდში ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ ტომ ჰენკსმა და რიტა ვილსონმა კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაამარცხეს. ტომ ჰენკსი კოვიდ ინფექციით მაშინ დაავადდა, როდესაც ის ბაზ ლურმანის ახალი ფილმის გადაღებეზე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები