LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰენკსმა და მისმა მეუღლემ თვითიზოლაციისთვის ავსტრალიაში ბინა იქირავეს

130
ტომ-ჰენკსი

5 დღის წინ ტომ ჰენკსმა და რიტა ვილოსნმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ. წყვილი ამ დრომდე ავსტრალიის ერთ-ერთი კლინიკის სპეციალურ განყოფილებაში მკურნალობდა. დღეს ცნობილი ხდბა, რომ მეუღლეები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. მათი ტესტი კორონავირუსზე ისევ დადებითია და სრულ გამოჯანმრთელებამდე ისინი ავსტრალიაში, ნაქირავებ ბინაში დარჩებიან.

ტომ ჰენკსი ავსტრალიაში ბაზ ლურმანის ახალი ფილმის გადაღებების გამო იმყოფებოდა. მას და რიტა ვილსონს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყოთ და მალევე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

მსახიობი ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები