LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თოლია” ბავშვებს ნაყინით გაუმასპინძლდება

143

კომპანია ”თოლია” ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით პატარებს ნაყინით გაუმასპინძლდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მათი პროდუქციის დაგემოვნება ბავშვებს მთაწმინდის პარკში შეეძლებათ.

”მთაწმინდის პარკთან ერთად ვმონაწილეობთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. პარკში მოსულ თითოეულ პატარას ჩვენი უგემრიელესი ნაყინებით ვუმასპინძლებთ და რაც მთავარია, სრულიად უფასოდ”, – განაცხადეს თოლიაში.

ცნობისთვის,  ბავშვთა დაცვის დღე მთაწმინდის პარკში აღინიშნება. როგორც ”ფორტუნას” პარკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკი ბავშვებს საჩუქარს უკეთებს. პარკში ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყო და  მთელი დღის განმავლობაში პარკის მთლიან ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება: კონცერტები, საქველმოქმედო ღონისძიებები, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტის შოუ, ჯამბაზები, მიმები, ანიმატორები.

მათივე ინფორმაციით, პარკში მოსულ ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებული პრიზები. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები