LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოს გუბერნატორი აგარაკზე სამსახურეობრივი მანქანით გადაადგილების გამო გადაგდა

6465
1844873850-d-850

ტოკიოს გუბერნატორს ყოველ კვირა საკუთარ აგარაკზე სახელწმიფო მანქანით გადაადგილება საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ქვეყნის საკანონმდებლო ასამბლეამ ფინანსური დარღვევების გამო, იოიტი მასუდზოეს გადადგომის საკითხი დააყენა, თუმცა გუბერნატორი კენჭისყრას არ დაელოდა და პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

როგორც გაირკვა, ტოკიოს უკვე ყოფილი გუბერნატორი სამსახურეობრივი მანქანით გადაადგილების გარდა, სხვა ფინანსურ სარგებელსაც ღებულოდა. საუბარია  ოჯახურ მოგზაურობაზე, რომელიც პოლიტიკური ფონდების მიერ იყო ანაზღაურებული.

გარდა ამისა, ამავე სახსრებით გუბერნატორმა რამდენიმე ნახატი და აბრეშუმის ტანსაცმელიც შეიძინა.

ცნობისთვის, გუბერნატორმა პირობა დადო, რომ ის ხელფასს დააბრუნებს და ამისათვის გარკვეული დრო ითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები