LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხილს, რომელიც Nutella-ში გამოიყენება, ბავშვები კრეფენ

446
-108856661-youngpickers976976blur

მსოფლიოში თხილის თითქმის სამი მეოთხედი თურქეთზე მოდის, რომლის ყველაზე დიდ ნაწილს კომპანია Ferrero ყიდულობს. Nutella, რომელაც სწორედ Ferrero აწარმოებს, შოკოლადისა და თხილის კომბინაციაა. BBC-ის ინფორმაციით, თხილს, რომლისგანაც Ferrero თავის პროდუქციას აწარმოებს, მიგრანტები და ბავშვები კრეფენ. ისინი საათობით მუშაობენ და ამაში საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას იღებენ.

“როდესაც თხილს ახსენებენ, ეს ჩემს გონებაში ტანჯვასთან ასოცირდება. ეს მძიმე სამუშაოა“,- აღნიშნავს მკრეფავი, რომელსაც 35 კილოგრამიანი ახალდაკრეფილი თხილით სავსე ტომარა უჭირავს.

სამუშაო საკმაოდ დამღლელია და დღეში 10 საათს გრძელდება. ფერდობები კი ისეთი ციცაბოა, რომ მარტივია ფეხი დაგიცდეს. ორი მკრეფავი, მუსტაფა და მუჰამედი აქ არალეგალურად მუშაობენ. ისინი მხოლოდ 10 და 12 წლის არიან, რაც თურქეთში სამუშაო ასაკის ზღვარზე დაბალია. მკრეფავების უმეტესობა მიგრანტები არიან.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული ოფიციალური სახელფასო განაკვეთი დღეში 95 ლირაა. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე ოფიციალური სახელფასო ზღვარი, თუმცა, ზოგიერთი ოჯახი უფრო ნაკლებ ანაზღაურებაზეც კი მუშაობს, რაც დღეში მაქსიმუმ 65 ლირით განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები