LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქმის 80%-ით ნაკლები მგზავრი – საქართველოს აეროპორტებში სერიოზული ვარდნაა

113
247917262

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აეროპორტები 750 ათას 155 მგზავრს მოემსახურა, რაც 79,4%-ით ნაკლებია 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებზე. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მგზავრთნაკადის კლება თავის მხრივ COVID-19-ის პანდემიას და პანდემიის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 514 ათას 814 მგზავრი მიიღო, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მლნ 651 ათას 736 მგზავრი, შესაბამისად კლებამ 80% შეადგინა. რვა თვეში ბათუმის აეროპორტმა 88.6%-ით ნაკლები მგზავრი მიიღო, ქუთაისის აეროპორტში კი 66,16%-იანი კლება ფიქსირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ რეგულარულ რეისებზე შეზღუდვები 2020 წლის 21 მარტიდან აამოქმედა. ბოლო მონაცემებით, საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ ნოემბრამდე იქნება დახურული. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან, ქუთაისის მიმართულებით კი – რიგადან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები